მარკუს რეშფორდმა „ბაიერნი“ დააინტერესა #1TVSPORT

19:57, 05.07.2025

ინგლისელმა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა, შესაძლოა, გერმანიაში გააგრძელოს კარიერა.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელით „ბაიერნია“ დაინტერესებული. რეშფორდი, რომელმაც სეზონის მეორე ნაწილი „ასტონ ვილაში“ იჯარის წესით გაატარა, მიუნხენელთა გაფართოებულ სიაში შედის.

27 წლის რეშფორდმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 25 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

მსგავსი