მარკო რუბიო - უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს
მარკო რუბიო - უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს

უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის ზრდას. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს დამატებითი სანქციები დაუწესა მათ ნავთობკომპანია „როსნეფტს“. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას. ჩვენ არ ვყიდით რუსეთზე იარაღს და არ ვუწესებთ სანქციებს უკრაინას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ან ერთადერთი სუბიექტი პლანეტაზე, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ამ როლს დავკარგავთ, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, მჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტის მოთმინება უსაზღვროა? არა. მაგრამ არ ვაპირებ, ვიწინასწარმეტყველო, როდის ამოიწურება. შემიძლია, გითხრათ და ვფიქრობ, თქვენც გსმენიათ, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ ეს არ დასრულებულა, რადგან ის ამას სრულიად სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს“, – განაცხადა რუბიომ.