მარკო რუბიო – დიმიტრი მედვედევი არ არის არსებითად მნიშვნელოვანი ფიგურა რუსულ პოლიტიკურ გუნდში, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, რომლებსაც ვაწარმოებთ

00:40, 01.08.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებს უპასუხა.

რუბიომ Fox Radio-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მედვედევი „არ არის არსებითად მნიშვნელოვანი ფიგურა რუსულ პოლიტიკურ გუნდში“.

„ის არ იღებს გადაწყვეტილებებს. ის არ მონაწილეობს იმ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, – აღნიშნავს რუბიო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, მედვედევი ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი იყო, მაგრამ რუბიომ ის ვლადიმერ პუტინის „დროებით შემცვლელად“ მოიხსენია.

„ამიტომ მე არ ვუწოდებდი მას მნიშვნელოვან პირს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიომ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მედვედევის განცხადებები რუსეთის ოფიციალური პოზიციაა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ტრამპმა მედვედევი გააფრთხილა, რომ ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის.

მსგავსი