„მარკას“ ცნობით „სევილიასთან“ მამარადშვილს სილესენი შეცვლის #1TVSPORT
„მარკას“ ცნობით „სევილიასთან“ მამარადშვილს სილესენი შეცვლის #1TVSPORT

სევილიასთან“ შეხვედრაში „ვალენსიას“ კარს იესპერ სილესენი დაიცავს – ასეთ ვარაუდს ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

დღეს ლა ლიგაში „ვალენსია“ მე-6 ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ხოსე ბორდალასის გუნდის „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ ევროპის ლიგის 6-გზის გამარჯვებულ „სევილიას“ ესტუმრება.

„ვალენსიას“ კარში წინა 5 ტურში გიორგი მამარდაშვილი იდგა. მისი კონკურენტი იესპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრების მეკარეა, რომლის ფორმითაც 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ის „ვალენსიას“ პირველი მეკარე იყო იყო, მაგრამ ტრავმების, კორონავირუსის და შემდეგ უკვე ქართველი ტალანტის კარგი თამაშის გამო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

„მარკა“ ვარაუდობს, რომ ბორდალასი უფრო გამოცდილ სილესენს ენდობა. საერთო აზრით, 20 წლის მამარდაშვილმა მადრიდის „რეალთან“ გაშვებულ მეორე გოლში შეცდა. თუმცა, ჯერ ოფიციალურად შემადგენლობები არ გამოქვეყნებულა.