კანისარესი - მამარდაშვილი გოლის დროს არ შემცდარა, ბენზემა მაინც გაიტანდა [ვიდეო] #1TVSPORT
კანისარესი - მამარდაშვილი გოლის დროს არ შემცდარა, ბენზემა მაინც გაიტანდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე, სანტიაგო კანისარესი არ ეთანხმება აზრს, რომ გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-5 ტურში „ვალენსია“ სამეფო კლუბს 85-ე წუთამდე 1:0-ს უგებდა, მაგრამ ვინისიუსის (85) და ქარიმ ბენზემას (88) გოლებით „რეალმა“ „მესტალიადან“ 3 ქულა წამოიღო – 1:2.

 

მეორე გოლში ბევრი სპეციალისტი „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ადანაშაულებს, რომელიც კარიდან გამოვიდა, მაგრამ ფრანგ თავდამსხმელს ხელი ვერ შეუშალა.

ამ აზრს არ დაეთანხმა „ვალენსიას“ ლეგენდარული მეკარე სანტიაგო კანისარესი და 20 წლის მამარდაშვილი დაიცვა.

„მამარდაშვილს ბენზემას გოლის დროს შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსმა ბურთი ცენტრალურ მცველებს შორის ჩააწოდა და სხვა გზა აღარ ჰქონდა. კარში რომ დარჩენილიყო, გოლი 95-პროცენტიანი ალბათობით მაინც გავიდოდა. ის გამოვიდა და ბენზემას მცირე დისკომფორტი შეუქმნა, მაგრამ ფრანგმა გოლი მაინც გაიტანა”, – ასეთია „ვალენსიას“ და ესპანეთის ნაკრებსი ექს-მეკარის აზრი.