„მარკამ“ რონალდ კუმანის „ბარსელონას“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა შეადგინა
„მარკამ“ რონალდ კუმანის „ბარსელონას“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა შეადგინა

ესპანურ გაზეთ „მარკას“ მიაჩნია, რომ „ბარსელონა“ ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით მომავალ სეზონში 4-2-3-1 სქემით ითამაშებს.

გამოცემის აზრით, გუნდის ძირითად მეკარედ დარჩება მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვის ხაზში არჩევანი გაკეთდება – ჟორდი ალბაზე, კლემან ლანგლეზე, ჟერარდ პიკესა და ნელსონ სემედუზე.

მოედნის ცენტრში ითამაშებენ ფრენკი დე იონგი და გუნდის ახალწვეული მირალემ პიანიჩი.

ფლანგებზე შემტევები იქნებიან ანსუ ფატი და უსმან დემბელე, ხოლო ფორვარდის უკან ითამაშებს ლიონელ მესი. თავდამსხმელის პოზიცია ანტუან გრიზმანს ერგება.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბარსელონა“ „ელჩეს“ შეხვდება.