„მარკა“ მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლაზე წერს #1TVSPORT
„მარკა“ მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლაზე წერს #1TVSPORT

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ წერილი გამოაქვეყნა გიორგი მამრდაშვილზე, რომლის ტრანსფერიც „ვალენსიაში“ ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ქართველი მეკარე მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადადის

ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობს, „ვალენსიასთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

„ვალენსია“ 20 წლის მამარდაშვილთან ერთწლიან საიჯარო კონტრაქტს გამოსყიდვის უფლებით გააფორმებს – თუ გუნდის ახალი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩება. მიმდინარე სეზონში მეკარემ 14 მატჩი გამართა „ლოკომოტივში“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

მამარდაშვილმა ესპანური ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო, როდესაც „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგაზე გასულ სექტემბერს „გრანადას“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო (2:0), მეკარემ შესანიშნავი თამაში აჩვენა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მეკარე გამოიძახა ივნისში ჩასატარებელი ორი ამხანაგურ მატჩისთვის – რუმინეთთან და ნიდერლანდებთან.