მამარდაშვილის მენეჯერი ადასტურებს - „ლოკომოტივთან“ და „დინამოსთან“ შევთანხმდით და გიორგის „ვალენსიაში“ გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT
მამარდაშვილის მენეჯერი ადასტურებს - „ლოკომოტივთან“ და „დინამოსთან“ შევთანხმდით და გიორგის „ვალენსიაში“ გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT

„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია – ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ჯერ იმას ვიტყვით, რომ უკვე მამარდაშვილმა „ლოკომოტივთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა – მისი ტრანსფერი „დინამო თბილისს“ ეკუთვნის და წელს იჯარაზე მეორედ დათანხმდა. „ლოკომოტივის“ თანხმობის გარეშე კი ეს გარიგება არ გამოდიოდა.

„საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რადგან მთავარი გადაწყდა – „დინამო თბილისი“ თბილისის „ლოკომოტივს“ შეუთანხმდა და იჯარა გაწყდა, ხოლო გიორგი ესპანეთში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. მხოლოდ მისი პირადი კონტრაქტის საკითხია დასაზუსტებელი“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ლევან სეთურიძე.