„მარკა“ – კეინი „რეალში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT

08:07, 07.06.2023

„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი თანახმაა, მადრიდის „რეალში“ გადავიდეს, – ირწმუნება ესპანური გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, 29 წლის ინგლისელის მადრიდულ კლუბში ტრანსფერის თანხა დაახლოებით 80 მილიონი ევრო იქნება.

2022-23 წლების სეზონში კეინმა პრემიერლიგაში 30 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, ერლინგ ჰალანდს ჩამორჩა.

მსგავსი