მარკ რუტე - თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ
თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც რუტე ამბობს, ის ღრმადაა შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით.
„ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ასე ვეღარ ვიქნებით. თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში და მეტი შესაძლებლობების წარმოება. ეს ვერ მოიცდის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი საზოგადოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამძლეობა“, – აღნიშნა რუტემ.