მარკ რუტე - მკაფიო უნდა გავხადოთ, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს გადაწყვეტილების უფლება იმაზე, ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი სამომავლოდ
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ პუტინს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ვინ გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ამის შესახებ რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
„ჩვენ მკაფიო უნდა გავხადოთ, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს ვეტოს უფლება და არ აქვს გადაწყვეტილების უფლება იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი სამომავლოდ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თავად სურს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეა“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, დასავლელი პარტნიორების მთავარი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის დახმარება, ქვეყნისთვის საუკეთესო პოზიციის შესაქმნელად.
„არის ვალდებულებები, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ახლა საკითხავია, როგორ მოხდება ეს“, – განაცხადა რუტემ.