მარკ რუტე - დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ჩვენ მკვეთრად გავზრდით თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს, ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ მშვიდობას სიძლიერით, ნატო-ს მეშვეობით
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.
„პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ჩვენ მკვეთრად გავზრდით თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს. გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციას და ჯეიმს დევიდ ვენსს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ მშვიდობას სიძლიერით – ნატო-ს მეშვეობით!“ – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.