მარკ ოვერმარსმა ინფორმაცია უარყო - „აიაქსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის #1TVSPORT
მარკ ოვერმარსმა ინფორმაცია უარყო - „აიაქსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „აიაქსის“ ინტერესების სფეროში არ შედის – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ ამის შესახებ ამსტერდამელთა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განუცხადა.

„აიაქსი“კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. „რუბინთანაც“ რაიმე მოლაპარაკებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა“, – ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს „ევრო-ფუტბოლი“.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა გამოცემა „კალჩომერკატომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსთან“ და „მილანთან“ ერთად, 20 წლის ქართველი თავდამსხმელის აყვანა ამსტერდამის „აიაქსს“ სურს.

რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ კი ამტკიცებდა, რომ „აიაქსში“ ხვიჩას გადასვლას შოთა არველაძე ლობირებს და რომ ნიდერლანდური კლუბი მზადაა, ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.