მარკ კარნი – რუსული დიზელის შესახებ დონალდ ტრამპის შეთანხმება პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის, კანადისა და მოკავშირეების ძალისხმევას, ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს

01:40, 12.10.2026

კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნისა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც მედია კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, კარნიმ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის შეთანხმება რუსული დიზელის აშშ-ში იმპორტის შესახებ.

კარნის ოფისის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება „პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის, კანადისა და მოკავშირეების ძალისხმევას, ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს“.

განცხადების მიხედვით, მარკ კარნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ კანადა სანქციებს შეინარჩუნებს და შესაძლოა, გააძლიეროს კიდეც, რათა „ხელი შეუწყოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას“.

ამასთან, ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდაზეც ისაუბრეს.

მსგავსი