მარიანა ჩოლოიანის სამედიცინო გამოკვლევა დღეს გაგრძელდება
მარიანა ჩოლოიანის სამედიცინო გამოკვლევა დღეს გაგრძელდება

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სამედიცინო გამოკვლევა დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

„25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. 26 თებერვალს დაგეგმილია მისთვის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის ჩატარება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.

დატოვე კომენტარი