თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში დღეიდან მოხდება იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც მხარეებმა წარადგინეს სასამართლოზე.

„სამ საათზე იქნება პირველი სასამართლო სხდომა. უკვე მესამე მოსამართლეს გადაეცა საქმე, ეს მოსამართლე განიხილავს მთლიანად სისხლის სამართლის საქმეს და გამოიტანს შესაბამის განაჩენს. არსებითი განხილვა არის მტკიცებულების გამოკვლევა, მხარეები ვიტყვით შესავალი სიტყვას და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ასევე, დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც საქმეში არიან მითითებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

დიდი ალბათობით, წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც არ გამოცხადდება. გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მას გამოკვლევები უტარდება.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.