მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ „ეარ ფრანსის“ ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროპელ ჟურნალისტებსა და ტუროპერატორებს, რომლებიც საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ. სამივე ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი ორგანიზებით ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები ევროპელ ტუროპერატორებს ხვდებიან, რომ ახალი ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.