მარიამ ბოლქვაძე ლაფბოროს ტურნირის ფინალშია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე ლაფბოროს ტურნირის ფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლაფბოროს 25 000-იანი ტურნირის ფინალშია.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი გაბრიელა კნუტსონი სამ სეტში 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.

ფინალში მარიამის მეტოქე საკვალიფიკაციო ბადიდან გასული, დანიელი სოფია ნამი სამავატი იქნება. მსოფლიო რეიტინგში ბოლქვაძე 178 ადილს იკავებს, მისი მეტოქე კი 769-ე პოზიციაზეა.