მარია ზახაროვა – რუსეთი ბელარუსის საქმეებში გარე ძალების ჩარევის აშკარა მცდელობებს ხედავს
რუსეთი ბელარუსის საქმეებში გარე ძალების ჩარევის აშკარა მცდელობებს ხედავს, რომელთა მიზანი საზოგადოების გახლეჩვა და ვითარების დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აღვნიშნავთ უპრეცედენტო ზეწოლას, რომელსაც ცალკეული უცხოელი პარტნიორები ბელარუსის ხელისუფლებაზე ახორციელებენ. თვალს ვადევნებთ სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში გარე ჩარევის აშკარა მცდელობებს, რომელთა მიზანია საზოგადოების გახლეჩვა და ვითარების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ბელარუსში ვითარების ნორმალიზება მალე მოხდება.
„მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებულობისა და კეთილგონიერებისკენ. ვიმედოვნებთ, უახლოეს დროში ქვეყანაში ვითარება ნორმალიზდება და მშვიდობიან რიტმს დაუბრუნდება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.