მარგველაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ბეგლარიშვილმა ასისტი მიითვალა #1TVSPORT

20:22, 31.08.2025

აშშ-ის USL-ში (რანგით მეორე ლიგა) გაგი მარგველაშვილის „ოკლენდ რუთსმა“ შინ „მონტერეი“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 8.0 შეფასება მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ის მატჩის მოთამაშედაც დასახელდა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში გიორგი ზარიას და ლუკა გადრანის ალმატის „კაირატმა“ გასვლაზე „ოკჟეტპესი“ 1:0 დაამარცხა. ზარია ტრავმის გამო ვერ თამაშობს, გადრანი კი სათადარიგოთა შორის დარჩა და მოედანზე არ გამოჩენილა.

ესტონეთის ესილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის „ნომე იუნაიტედმა“ „ტალინი“ 6:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბეგლარიშვილს 25 მატჩში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემა აქვს, რის შედეგადაც ბომბარდირებში მესამე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი