მარცხი ბოლო წუთებზე - „ბასიანმა“ „ჰაპოელთან“ წააგო და ელიტრაუნდის შანსი დაკარგა #1TVSPORT
მარცხი ბოლო წუთებზე - „ბასიანმა“ „ჰაპოელთან“ წააგო და ელიტრაუნდის შანსი დაკარგა #1TVSPORT

საქართველოს მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი „ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასის მეორე ტურში ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელს“ დაუპირისპირდა, ბოლო წუთებზე მოგება ხელიდან გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დიდი ნაწილიც ისე წარიმართა, მეტოქეები გატანას ვერ ახერხებდნენ. მთავარი მოვლენები მე-80 წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც ლაშა სილაკაძემჰაპოელის“ მცველები ჩამოიტოვა და შეხვედრის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე საქართველოს ჩემპიონი ეფექტური გოლით დააწინაურა.

მაგრამ ისრაელის გუნდმა ბოლო წამამდე იბრძოლა და შედეგს მაინც მიაღწია. 90+1-ე წუთზე „ჰაპოელის“ ნახევარმცველმა ხაიმ იოსეფმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე აზულეი იარდენმა კუთხურიდან გათამაშების შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ბასიანი“ 1:2 დამარცხდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელს, ბოსნიურ „ზენიცასა“ და შოტლანდიურ „ცენტრალ სქოტლანდს“ შორის 0:0 დასრულდა და ეს გუნდები 4-4 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. საქართველოს ჩემპიონმა მეორე მარცხი იწვნია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. „ბასიანი“ ბოლო ტურში 28 აგვისტოს „ზენიცას“ დაუპირისპირდება.