მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და „რეჯინას“ მეოთხე მარცხი „ევროთასზე“

23:16, 06.12.2017

„ევროთასის“ გათამაშებაზე მეშვიდე ტურის რამდენიმე მატჩი დასრულდა. მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილი „რეჯინამ“ მეოთხე თამაში წააგო.

იტალიურმა კლუბმა სტამბოლში ადგილობრივ „გალათასარაისთან“ განიცადა მარცხი ანგარიშთ 72-82. სტუმართა ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა 31 წუთში: 10 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა გააკეთა.

მარკოიშვილმა 6 დან სამი ორქულიანი გამოიყენა. პერიმეტრიდან ტყორცნები კი არ წაუვიდა.ქართველმა სპორტსმენმა 5 სროლიდან, მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო ტყორცნაც მიაყოლა.

მის გუნდში საუკეთესო ჯალენ რეინოლდსი გახლდათ 19 ქულით და 7 მოხსნით. თურქულმა კლუბმა გადამწყვეტ უპირატესობას დასკვნით მეოთხედში მიაღწია, რომელიც 24-17 მოიგო.

„გალათასარაის“ დუაიტ ჰარდმა ულიდერა 20 ქულით. 18 ქულა და 9 მოხსნაა, გამოცდილი რიჩარდ ჰენდრიქსის მონაგარი. წაგების მიუხედავად, რეჯიო კალაბრიელები „ბ“ ქვეჯგუფში, ამ მომენტისთვის მეორე ადგილს ინარჩუნებენ. მომდევნო ტურში მასიმილიანო მენეტის გუნდი, საკუთარ დარბაზში ლიტვურ „ლიტკაბელისს“ მიიღებს.

მსგავსი