მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულამდე ტრანსფერი ვერ განახორციელოს
მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულამდე ტრანსფერი ვერ განახორციელოს

მანჩესტერ სიტიმ  შესაძლოა მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯარა ვერ გამოიყენოს. გაზეთ დეილი მეილის (Daily Mail) ინფორმაციით, არის შანსი, რომ უეფამ კლუბი ამ ფორმით დასაჯოს არასრულწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესების დარღვევის გამო. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია თუ დადასტურდა, მანჩესტერ სიტ მიმდინარე წლის ზაფხულში და 2020 წლის ზამთარში მოთამაშეების დამატებას ვერ შეძლებს. მეტიც, მიმდინარეობს გამოძიება კლუბის მიერ ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair play) დარღვევის საქმეზე და, თუ ბრალდება დადასტურდება, სიტის გაცილებით მკაცრი სანქციები ელის.

რამდენიმე კვირის წინ, ანალოგიური ბრალდების გამო, უეფამ ორი სატრანსფერო ფანჯარა ლონდონის ჩელსის დაუხურა.