მანჩესტერ სიტის სატრანსფერო წესების დარღვევაში ადანაშაულებენ
მანჩესტერ სიტის სატრანსფერო წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

გერმანული გამოცემა შპიგელის (Spiegel) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაჩესტერ სიტიმ 18-წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესები დაარღვია, როდესაც 14 წლის ჯეიდონ სანჩოს აგენტ ემეკა ობასის 200 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

ჟურნალი ამტკიცებს, რომ ეს 2015 წლის მარტში მოხდა, როდესაც სანჩო უოტფორდის ფეხბურთელი იყო.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების მიხედვით, ფეხბურთელს არ აქვს უფლება ჰყავდეს აგენტი, სანამ 16 წლის არ გახდება.

„ჩვენი რეპუტაციის შელახვის მცდელობა ნათლად და ორგანიზებულად მიმდინარეობს“, – ნათქვამია მანჩესტერ სიტის ოფიციალურ განცხადებაში, – „ჩვენ არ ვაპირებთ ახსნა-განმარტება გავაკეთოთ კონტექსტიდან გამოგდებულ მასალასთან დაკავშირებით, რომემლიც ჩვენი ბაზიდან იქნა მოპარული“.

ლონდონში დაბადებული სანჩო, რომელიც ახლა 18 წლისაა და დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობს, მანჩესტერ სიტის 14 წლის ასაკში შეუერთდა, უოტფორდმა კი კომპენსაციის სახით 66 000 ფუნტი სტერლინგი მიიღო.