„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო #1TVSPORT

ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 დაამარცხა ლონდონის „ჩელსი“.

ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე ანტუან სემენიომ ერლინგ ჰალანდის პასით გაიტანა.

„მანჩესტერ სიტიმ“ მერვედ მოიგო ინგლისის თასი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა „ჩელსის“, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“. ამ ოთხეულზე წინ „არსენალი“ (14 ტიტული) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13) არიან.

ამ სეზონში ეს „სიტის“ მეორე ტიტულია – მანამდე პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ლიგის თასი მოიგო, როცა ფინალში „არსენალი“ დაამარცხა.

პეპ გვადიოლამ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე საიუბილეო მე-20 ტიტული მოიპოვა.