„მანჩესტერ სიტიმ“ დე ბრუინს შემცირებული ხელფასი მესის სავარაუდო ტრანსფერის გამო შესთავაზა
SOUTHAMPTON, ENGLAND - DECEMBER 19: Kevin De Bruyne of Manchester City looks on during the Premier League match between Southampton and Manchester City at St Mary's Stadium on December 19, 2020 in Southampton, England. A limited number of fans are welcomed back to stadiums to watch elite football across England. This was following easing of restrictions on spectators in tiers one and two areas only. (Photo by Naomi Baker/Getty Images)
ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.
ჟურნალისტ სემ ლის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ბელგიელ ფეხბურთელს იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზა, ვიდრე ის ამ მომენტისთვის იღებს. ეს უკავშირდება 2021 წლის ზაფხულში „სიტიში“ „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის სავარაუდო ტრანსფერს – ინგლისურ კლუბს არგენტინელისთვის თანხმის გამონთავისუფლება სურს. ამასთან, ჟურნალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ დე ბრუინი მაინც გააგრძელებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ დე ბრუინმა უარყო „მანჩესტერ სიტის“ პირველი წინადადება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ბელგიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში და „სიტის“ მისი 2025 წლამდე გაგრძელება სურს.
ამ სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ ამა წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ამასთან, არგენტინელს პირველი იანვრიდან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება სხვა გუნდში გადასვლაზე.