„მანჩესტერ სიტი“ საკუთარ სტადიონთან დე ბრუინის ქანდაკებას აღმართავს #1TVSPORT

10:50, 21.05.2025

„მანჩსტერ სიტის“ ხელმძღვანელობა „ეტიჰადის“ სტადიონის ტერიტორიაზე ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის ქანდაკებას დადგამს. ფეხბურთელი ამ სეზონის შემდეგ ტოვებს ინგლისურ კლუბს.

ქანდაკება დაიდგმება „სიტის“ საშინაო სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელთან.

33 წილის დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ის ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ინგლისის თასი, ხუთჯერ ინგლისის ლიგის თასი და სამჯერ – ინგლისის სუპერთასი. გარდა ამისა, ბელგიელმა თითოჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფა-ს სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსგავსი