„მანჩესტერ სიტი“ იანვარში ოთხ ტრანსფერს განახორციელებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ იანვარში ოთხ ტრანსფერს განახორციელებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა ოთხ ახალ ფეხბურთელს გაიფორმებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რათა მხარი დაუჭიროს მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას, რომელმაც შემადგენლობაში საკადრო პრობლემებზე დაიჩივლა. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

წყაროს ცნობით, კლუბში განიხილავენ ახალი საყრდენი ნახევარმცველის, მეორე ფორვარდის (დუბლიორი ერლინგ ჰალანდისთვის), ცენტრალური და მარჯვენა მცველების მიწვევას.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდს ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩში რვა წაგებს აქვს, პრემიერლიგაში 16 მატჩის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ტურის შემდეგ 22-ე ადგილზე იმყოფება.