„მანჩესტერ სიტი“ ჩავი სიმონსს დე ბრუინის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ჩავი სიმონსს დე ბრუინის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველით, ჩავი სიმონსით დაინტერესდა.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი 21 წლის ფეხბურთელში კევინ დე ბრუინის შემცვლელს ხედავს. ესპანელი სპეციალისტი აფასებს ჩავი სიმონსის კრეატიულობასა და უნივერსალურობას, რადგან მას შეუძლია, იმოქმედოს როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე შემტევის როლში, რეგულარულად გაიტანოს გოლები და შეასრულოს შედეგიანი გადაცემები.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ლაიპციგმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ გამოისყიდა ნიდერლანდელი და ზაფხულში დიდ თანხად მის გაყიდვას განიხილავს.