„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდროს ტრანსფერი შეათანხმა - „აიაქსი“ 54 მილიონს მიიღებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდროს ტრანსფერი შეათანხმა - „აიაქსი“ 54 მილიონს მიიღებს #1TVSPORT

„აიაქსის“ მცველი ლისანდრო მარტინესი ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან.

როგორც ჟურნალისტი რუდი გალეტი ამტკიცებს, მხარეებმა შეათანხმეს ტრანსფერი და არგენტინელი მალე ინგლისური კლუბის ფეხბურთელი გახდება.

გარიგებას 54.2 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც სრულად შეესაბამება ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებს.

გასულ სეზონში მარტინესმა 24 მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების ერედივიზონში და სამი საგოლე პასი შეასრულა.