„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 93-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და პრემიერლიგაში პირველად წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
Soccer Football - Premier League - Manchester United v Aston Villa - Old Trafford, Manchester, Britain - September 25, 2021 Aston Villa's Kortney Hause scores their first goal REUTERS/Phil Noble EDITORIAL USE ONLY. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or 'live' services. Online in-match use limited to 75 images, no video emulation. No use in betting, games or single club /league/player publications. Please contact your account representative for further details.
პრემიერლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი წააგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ამ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა კრიშტიანო რონალდომ.
ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა შინ დათმო შეხვედრა „ასტონ ვილასთან“ – 0:1. გამარჯვების გოლი ბირმინგემელებმა 88-ე წუთზე გაიტანეს. მისი ავტორი გახდა კორტნი ჰოსი.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ უკვე დამატებით დროში ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში პირველად ააცილა 11-მეტრიანი კარს.