„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი სერიოზულად ფიქრობს ჰარი კეინის შეძენას #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი სერიოზულად ფიქრობს ჰარი კეინის შეძენას #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ემზადება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის და მზად არის სენსაციური გარიგების განსახორციელებლად.

როგორც ინტერნეტგამოცემა Fichajes-ი წერს, „იუნაიტედი“ შეეცდება „ბაიერნის“ სუპერვარსკვლავის, ჰარი კეინის შეძენას. ამტკიცებენ, რომ მანჩესტერული კლუბის თანამფლობელს, სერ ჯიმ რეტკლიფს ძალიან სურს განახორციელოს ეს ამბიციური ტრანსფერი.

ასევე წერენ, რომ ბრიტანელი მილიარდერი მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დააბრუნოს კეინი პრემიერლიგაში. ინგლისის ნაკრების ფორვარდის შეძენა რეტკლიფის ოცნებაა.