„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანდრე სილვათი ინტერესდება
MAINZ, GERMANY – JANUARY 09: Andre Silva of Eintracht Frankfurt celebrates after scoring their team’s second goal during the Bundesliga match between 1. FSV Mainz 05 and Eintracht Frankfurt at Opel Arena on January 09, 2021 in Mainz, Germany. Sporting stadiums around Germany remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Alex Grimm/Getty Images)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანქფურტის „აინტრახტის“ ფორვარდის ანდრე სილვას გაფორმებით დაინტერესდა, – ამის შესახებ Sky Sport იტყობინება.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ფორვარდის ძიებაშია და უახლოეს ზაფხულს სილვას გადაბირებას ფიქრობს. ასევე ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიელით მადრიდის „ატლეტიკოც“ არის დაინტერესებული. ანდრეს მოქმედი კონტრაქტი „აინტრახტთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ანდრე სილვა 25 წლისაა. ის გერმანულ კლუბში 2020 წლის სექტემბერში „მილანიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე 22 ოფიციალურ მატჩში 19 გოლია. ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება.