მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდის“ მთავარ მწვრთნელად ჩეისონ ალენი დაინიშნა #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდის, „ვისკონსინ ჰერდის“ მთავარ მწვრთნელად ჩეისონ ალენი დაინიშნა, – ამის შესახებ კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
OFFICIAL: The Wisconsin Herd has named Chaisson Allen as Head Coach.
Allen becomes the third head coach in team history and returns to the Herd after serving as an assistant coach during the 2019-20 season.
📰: https://t.co/XAew8UqIS0 pic.twitter.com/iihpkQuTPg
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) September 23, 2021
ამერიკელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ჯერ 2019/20 წლების სეზონში „ვისკონსინ ჰერდში“, შემდეგ კი განვითარების ლიგის კიდევ ერთ გუნდში, „ლონგ აილენდ ნეტსში“ მუშაობდა.
ალენი გუნდის ისტორიაში მესამე მთავარი მწვრთნელი იქნება. ის „ვისკონსინ ჰერდში“ ჩეის ბუფორდს შეცვლის, რომელმაც 2019/20 სეზონში 33 მოგებითა და 10 წაგებით სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა, შემდეგ კი კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა. წელს ბუფორდი ავსტრალიის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გუნდში, „სიდნეი კინგსში“ მიიწვიეს, „ვისკონსინ ჰერდს“ კი G ლიგის ბოლო სეზონში პანდემიის გამო მონაწილეობა არ მიუღია.
„ვისკონსინ ჰერდმა“ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი შემდეგ სეზონს G ლიგაში დაიწყებს, პირველ შეხვედრას კი 8 ნოემბერს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.