მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება
მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – „ოცნების“ სასამართლო და პროკურატურა, – ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

„ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს.

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება, რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს…“ – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“.

დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – ოცნების სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ იმ ქვეყანაში…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Tuesday, 13 April 2021

დატოვე კომენტარი