მამუკა ბახტაძე - მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილის მსგავსი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში
მამუკა ბახტაძე - მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილის მსგავსი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში

მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილის მსგავსი  ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მუშაობის შედეგად, ყველა მიმართულებით შეინიშნება გაუმჯობესება.

„თუ შეხედავთ პროექტების სტრუქტურას და შინაარსს, რაც ხორციელდება მაია ცქიტიშვილის მინისტრობის შემდეგ, გვაქვს ძალიან ხელშესახები გაუმჯობესება ყველა მიმართულებით. პროექტების ნაწილი, რომელიც ახლა იწყება, საინჟინრო თვალსაზრისით არის ძალიან კომპლექსური. მათ შორის უღელტეხილის მონაკვეთი  ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოგრაფიული არეალია საქართველოში. შესაბამისად, გარკვეული ტიპის ჩამორჩენები პროექტში ობიექტურად მოსალოდნელი იყო. მე პირადად, ძალიან მოხარული ვიქნები, რომ მაიასნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.