მაკკალუმის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის (ვიდეო)

13:51, 04.04.2019
LOS ANGELES, CA - MARCH 12: CJ McCollum #3 of the Portland Trail Blazers celebrate after scoring a three point basket against Los Angeles Clippers during the second half at Staples Center on March 12, 2019 in Los Angeles, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Kevork Djansezian/Getty Images)

პორტლენდი დასავლეთ კონფერენციაში 50 მოგებით მეოთხე ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ჰიუსტონზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რეგულარულის დასრულებამდე ტრეილბლეიზერსი კიდევ ოთხ შეხვედრას გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ როკეთსს ფეხი დაუცდება, შესაძლოა მესამე ან თუნდაც მეორე ადგილზე აღმოჩნდეს.

პლეიოფამდე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო იუსუფ ნურკიჩმა, ასევე დაშავებულია სი ჯეი მაკკალუმი, რომელსაც მუხლის ტრავმა 16 მარტიდან აწუხებს და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე პორტლენდი მაინც კარგ შედეგს აჩვენებს. მას შემდეგ ტრეილბლეიზერსმა ცხრა შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მაკკალუმი გუნდს, თუმცა ფაქტია, რომ პორტლენდის მსროლელი პლეიოფში საკუთარ გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

მსგავსი