მაკედონია-საქართველო | იგორ ანგელოვსკი - საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის, ჩვენც იგივე მიზანი გვაქვს
მაკედონია-საქართველო | იგორ ანგელოვსკი - საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის, ჩვენც იგივე მიზანი გვაქვს

იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ მეტოქე ძლიერია და რომ საქართველოსთან ეს მატჩი 12 ნოემბერს დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეი ოფის გენერალური რეპეტიცია იქნება.

„გუნდში კარგი ატმოსფეროა, თუმცა ესტონეთში ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დავგეგმეთ. ვიცით, ტალინში გამართულ მატჩში შეცდომა სად დავუშვით – მათ შორის, ჩემს თავსაც ვგულისხმობ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მივაღწიეთ ჩვენს მთავარ მიზანს, ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 14 ოქტომბერს გვაქვს მატჩი მეტოქესთან, რომელსაც ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ვხვდებით და ეს მატჩი ფინალის გენერალური რეპეტიცია იქნება”, – ამბობს ანგელოვსკი.

ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა მჭიდრო სათამაშო გრაფიკზეც ილაპარაკა:

„პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრები შვიდი დღის განმავლობაში სამ მატჩს ჩაატარებს. პირველი კოსოვოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო ყველა თვალსაზრისით. ასეთ მჭიდრო კალენდრით უკმაყოფილოები იტალიისა და ესპანეთის მსგავსი გრანდებიც დარჩნენ, რომელთაც მოთამაშეთა ბევრად მდიდარი არჩევანი გააჩნიათ. მაშინ ჩვენნაირმა პატარა ქვეყნების ნაკრებების მწვრთნელებმა რა უნდა ვთქვათ? სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, რა შემადგენლობაც გვყავს, იმას უნდა დავეყრდნოთ, ხოლო ვინც მოედანზე იქნება, მაქსიმუმი უნდა გაიღოს“.

ბალკანელთა მწვრთნელი აცხადებს, რომ საქართველოსთან მხოლოდ გამარჯვება დააკამყოფილებს:

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელსაც ჩვენნაირი პრობლემები აქვს, რადგან ტრავმირებულები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სურს. ველოდები, რომ მეტოქე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ჩვენც ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ – ეს მოგება ძალიან გჭირდება“.