მაკედონია-საქართველო | ვლადიმირ ვაისი - მზად ვართ იმ ორი სისტემისთვის, რომელსაც მეტოქის მწვრთნელი იყენებს
მაკედონია-საქართველო | ვლადიმირ ვაისი - მზად ვართ იმ ორი სისტემისთვის, რომელსაც მეტოქის მწვრთნელი იყენებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სკოპიეშია, სადაც 14 ოქტომბრის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი თვის ინტერვალით სამიდან მეორე მატჩს გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონია ითამაშებს ბარდის, ადემის, სპიროვსკის, ელმასისა და მუსლიუს გარეშე, მაგრამ პრობლემები სლოვაკ სპეციალისტსაც აქვს.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველი ადგილის დაკავების კუთხით. მატჩისთვის ვემზადებით ორი დაცვითი სისტემით, შესაძლოა, სამი მცველი დავაყენოთ, შესაძლოა – ოთხი. მაქსიმალურად მზად ვართ, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსად, ჩვენც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა. ორივე დასუსტებული ვართ. ჩრდილოეთ მაკედონიას ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავს. მაგალითად, ესტონეთთან პანდევი მოედანზე სათადარიგოებიდან შევიდა და თამაშში ყველაფერი შეცვალა. მაკედონია შემოქმედებით ფეხბურთს აჩვენებს და ადვილი მატჩი არ გველის”, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ვლადიმირ ვაისს კითხვა 12 ნოემბრის მატჩზეც დაუსვეს, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება:

„მსოფლიო ძალიან საშიში გახდა, არ არის ცნობილი, რა შეიძლება მოხდეს ერთ თვეში. დღეს ვირუსზე დადებითი პასუხი რონალდუსაც აღმოაჩნდა. ასე რომ, ერთ თვეში რა იქნება, არავინ უწყის“.

უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფში 5-5 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ – ამ გუდნების პირველი შეხვედრა თბილისში 8 სექტემბერს 1:1 დასრულდა. მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.