„მაკაბის“ მწვრთნელი - ჩვენს ლექსიკონში ფრე არაა, „დინამოს“ უნდა შევუტიოთ და დავამარცხოთ #1TVSPORT
„მაკაბის“ მწვრთნელი - ჩვენს ლექსიკონში ფრე არაა, „დინამოს“ უნდა შევუტიოთ და დავამარცხოთ #1TVSPORT

დღეს, ჰაიფას „მაკაბი“ კონფერენს ლიგის მეორე ტურის განმეორებით მატჩში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

„ჩვენ ვიცით „დინამოსთან“ თამაშის მნიშვნელობა და შემდეგ ეტაპზე რომ უნდა გავიდეთ. ჩვენს ლექსიკონში ასეთი რამ არ გვაქვს, რომ ფრედ ვითამაშოთ, თუნდაც ჩემპიონატში – პირველივე წუთიდან უნდა შევუტიოთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მეორედაც გავიმარჯვოთ. მჯერა, რომ ხვალ ასეც იქნება“, – განაცხადა ბარაკ ბახარმა.

მას საკადრო პრობლემებზეც ჰკითხეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ წელს შესანიშნავი გუნდი გვეყოლება, რომელიც შარშანდელზე ბევრად უკეთესი იქნება. მაგრამ წარმატების მისაღწევად „გრძელი“ სათადარიგოთა სკამი გვჭირდება. ამიტომ არ მეპარება ეჭვი, რომ ვინც ითამაშებს და ვინც სათადარიგოებიდან შემოვა, თავის საქმეს გააკეთებს და ამ ეტაპის გავლაში დაგვეხმარება”.

ჰაიფას „მაკაბი“ „დინამო თბილისს“ კონფერენს ლიგის მეორე ტურის განმეორებით მატჩში „სემი ოფერს სტედიუმზე“ უმასპინძლებს – მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი