მაისურაძე და ღვინიაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
მაისურაძე და ღვინიაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ხუთ ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება, ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა საჭიდაოდ.

ტურნირზე ორ-ორი წარმატებულად ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილიც (90კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიადვებენ.

მაისურაძე აზებაიჯანელ, ამ წონაში ტურნირის პირველ ნომრად განთესილ, მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა, ხოლო ღვინიაშვილი იაპონელ მაშიამასთან. 100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე ნახევარფინალში რუს ბილალოვთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამავე წონაში ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძე რეპეშაჟიდან გამოეთიშა ტურნირს.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია, რომლის მოპოვებაც ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.