მაისურაძე და ღვინიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ, სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
მაისურაძე და ღვინიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ, სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ხუთ ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება, ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა საჭიდაოდ. 100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე ნახევაფინალში რუს ბილალოვთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ამავე წონაში ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძე რეპეშაჟიდან გამოეთიშა ტურნირს.

ბაქოს გრანდ სლემზე მეორე შეხვედრებიც წარმატებულად ჩაატარეს ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90კგ). ლუკამაც და ბექამაც აზერბაიჯანელ ძიუდოისტებს სძლიეს და ორივე მათგანი ნახევარფინალში იჭიდავებს.

მაისურაძე – მეოთხედფინალი

 

ღვინიაშვილი – მეოთხედფინალი

 

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია, რომლის მოპოვებაც ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი კაცებისა და ქალი ძიუდოისტების გარეშე გამოდის.