მაიკლ ქერიქი ორი სეზონით დაამტკიცეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად #1TVSPORT
მაიკლ ქერიქი ორი სეზონით დაამტკიცეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად #1TVSPORT

მაიკლ ქერიქი დარჩება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მხარეებმა გააფორმეს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების ოპციით, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

44 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა 2026 წლის იანვარში შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუბენ ამორიმი. ქერიქის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ 16 მატჩი ჩაატარა, 11 მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და ორი წააგო. კლუბმა პრემიერლიგის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.