მაიკლ ჯორდანმა ქარიშხლით დაზარალებულებს ორი მილიონი შესწირა
„შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ქარიშხალ „ფლორენსით“ დაზარებულებს ორი მილიონი დოლარი შესწირა.
ქარიშხალი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. დაღუპულთა რიცხვმა 30 ადამიანი შეადგინა. ძირითადი დარტყმა ჩრდილოეთ კაროლინაზე მოდის, სადაც, მინიმუმ, 24 ადამიანი დაიღუპა.
ამ მომენტისთვის, ჩრდილოეთ კაროლინას 600 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Michael Jordan is donating $2 million to Hurricane Florence Relief & Recovery.
Jordan is contributing $1 million each to the American Red Cross and the Foundation For The Carolinas’ Hurricane Florence Response Fund. pic.twitter.com/wgiwdXBktf
— SportsCenter (@SportsCenter) September 18, 2018
მაიკლ ჯორდანი 2010 წლის 26 თებერვლიდან არის „შარლოტის“ მფლობელი.