მაია ცქიტიშვილი - შალვა თადუმაძე ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია
მაია ცქიტიშვილი - შალვა თადუმაძე ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია

შალვა თადუმაძე ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არის ის თადუმაძის რეკომენდატორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებით.

​„ბატონ შალვასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი 2012 წლის პირველი ნოემბრიდან, ვიდრე გადავედი მთავრობის ადმინისტრაციიდან. ძალიან პრინციპული, წესიერი და მცოდნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტერიუმებით შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას, რასაც მოსამართლე ჰქვია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ შემრჩევი კომისია და პარლამენტი დაამტკიცებს მის კანდიდატურას.

რაც შეეხება რაიმე სახის ეჭვებს, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ძალიან ღიად, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონო შალვა ამ პროცესს წარმატებით გაივლის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განმარტა, რატომ არიან მისი რეკომენდატორები ირაკლი სესიაშვილი, მაია ცქიტიშვილი და კობა კობალაძე.