მაია ცქიტიშვილი - არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო
მაია ცქიტიშვილი - არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო

არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ამომწურავი კომენტარები აქვს გაკეთებული.

„არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე პოლემიკაში უნდა შევიდე და რამე კომენტარი გავაკეთო.

არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო ჩემი კომენტარი და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, ამ თემაზე ბევრი კომენტარი გავაკეთე უკვე და ვთვლი, რომ ყველა ამომწურავი იყო“, – განაცხადა მაია ქციტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.