მადრიდის „რეალი“ ერლინგ ჰალანდის პრიორიტეტია #1TVSPORT
BOCHUM, GERMANY - DECEMBER 11: Erling Haaland of Borussia Dortmund reacts following the Bundesliga match between VfL Bochum and Borussia Dortmund at Vonovia Ruhrstadion on December 11, 2021 in Bochum, Germany. (Photo by Joosep Martinson/Getty Images)
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ იმსჯელა იმის შესახებ, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა „დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა.
„ჰალანდს დიდად არ უყვარს პრემიერლიგა, ეს არ არის მისი ოცნება. ის უპირატესობას ლა ლიგას ანიჭებს – მას მოსწონს ეს ჩემპიონატი. ვფიქრობ, დღეისთვის ლა ლიგა – იდეალური გადაწყვეტილება იქნება ჰალანდისთვის. ასევე, შემიძლია დავასახელო ბუნდესლიგა. ცნობილი არ არის, შეიცვლის თუ არა კლუბს ზაფხულში, რადგან „დორტმუნდს“ მიაჩნია, რომ კიდევ ერთი სეზონი ამ გუნდში სწორი ნაბიჯი იქნება მის კარიერაში.
არ ვიცი, რას ფიქრობს ამის შესახებ მისი აგენტი – მინო რაიოლა. მგონია, რომ ის ძალიან მოინდომებს ტრანსფერის განხორციელებას, რადგან ბუნდესლიგაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ერლინგისთვის მნიშვნელოვანია ახალი გამოწვევის პოვნა.
რეალურად, ლა ლიგაში მისი შეძენა მხოლოდ „რეალს“ ან „ბარსელონას“ შეუძლიათ. როგორც კილიან მბაპეს, ჰალანდსაც „რეალში“ თამაში სურს. მან უთხრა თავის აგენტს, რომ სცადოს მადრიდელებთან მოლაპარაკება. თუ არ გამოვა, შემდეგი ვარიანტი „ბარსელონა“ იქნება. და ამის შემდეგ მოდის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – განაცხადა ჟურნალისტმა.