ლუქსემბურგის პრემიერი - ვისურვებდი ბრექსიტზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას
ლუქსემბურგის პრემიერი - ვისურვებდი ბრექსიტზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი აცხადებს, რომ უმჯობესია, ბრექსიტზე ახალი რეფერენდუმი ჩატარდეს. ეს განცხადება პრემიერმა ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.

„არანაირი განმეორებითი მოლაპარაკებები, ეს ძალიან რთული იქნება. ბრექსიტი გაერთიანებული სამეფოს არჩევანი იყო და არა ჩვენი. მე ვისურვებდი განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას“,- განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმა.

ბრიუსელში დღეს​ ბრექსიტთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამიტი იმართება .