ლუოლ დენგი მინესოტაში გადავიდა
ლუოლ დენგი მინესოტაში გადავიდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობამ ბრიტანელი ფორვარდის, ლუოლ დენგის კონტრაქტი გამოისყიდა. შესაბამისად, 33 წლის კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა და ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ გააფორმა. ამ ერთ სეზონში ვეტერანი 2.4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა შემს ჩარანიამ დაწერა.

დენგმა გასულ სეზონში „ლეიკერსის“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 15 სეზონი აქვს გატარებული, ჯამში 880 მატჩი დაუგროვდა , რომლებშიც საშუალოდ 15.0 ქულას, 6.1 მოხსნასა და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი დენგმა „ჩიკაგო ბულზში“ გაატარა.