ლუკაკუმ რუსეთთან გოლი ერიკსენს მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT

ბელგიის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ სანკტ-პეტერბურგში ევრო 2020-ის მატჩში რუსეთის ნაკრებთან ანგარიში გახსნა, გოლი კი დანიელ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს მიუძღვნა.

რუსეთის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ანდრეი სემენოვმა ვერ შეძლო მოეგერიებინა ბურთი, რომელიც ლუკაკუმ მიიღო და მეკარეს კუთხეში გაუტანა.

გოლის აღნიშვნისას, ბელგიელი თავდამსხმელი ტელეკამერისკენ გაიქცა და ობიექტივში შესძახა – Chris, Chris – I love you! (კრის, მე შენ მიყვარხარ!).

ამით ბელგიელმა თავდამსხმელმა მხარი დაუჭირა დანიელ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს, რომელიც ფინეთთან მატჩის 43-ე წუთზე გონება დაკარგა და ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ლუკაკუ და ერიკსენი მილანის „ინტერში“ თანაგუნდელები და მეგობრები არიან.